ბრიტანული გამოცემა City A.M. წერს, რომ შვეიცარიულმა გიგანტმა Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ ტელეკომპანია „იმედთან“ კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო.
გამოცემის თანახმად, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სასმლისა და საკვების მწარმოებელმა კომპანიამ კომერციული ურთიერთობა შეინარჩუნა „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც თებერვალში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა.
ამ მედიასთან საუბარში „ნესტლეს“ წარმომადგენელმა განაცხადა:
„გვსურს დაგარწმუნოთ, რომ „ნესტლე“ იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას და ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოში“.