„მომხმარებელს სააღდგომოდ სახლურ, ძველი ტრადიციული რეცეპტით მომზადებულ პასკებს ვთავაზობთ“  - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ უთხრა. მისი თქმით პასკის წონა 400 გრამიდან იწყება და 1,200 კგ-მდე ადის.

„ჩვენი პასკები სახლური ტრადიციული რეცეპტით არის დამზადებული და სწორედ ეს გამოგვარჩევს ბაზარზე, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც  გაფორმებულს, ასევე ტრადიციულ სადა პასკებს. ღირებულება კი 18 ლარიდან 47 ლარამდეა.“ - აღნიშნა სოფიო ჯიქიამ.

შეგახსენებთ,რომ შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოას, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. „ჩირიფრუტი“ 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა.