საქართველოს სატრანზიტო ველი საკმაოდ გაიზარდა, გაზრდილია მოთხოვნა ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე. გაზრდილი შესაძლებლობების კვალდაკვალ ბაზარზე გამოჩნდა ახალი კომპანია World Logistics-ი, რომელიც  წარმოადგენს სერვის ოპერატორს ჩინეთის სახმელეთო ხაზის მიმართულებით, სადაც გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც სატრანზიტო ვადის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.

World Logistics-ი ლიდერი კომპანიაა სახმელეთო გადაზიდვების სფეროში ჩინეთიდან, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს 20-25 დღეში.

World Logistics-ის საქმიანობის შესახებ „კომერსანტის დილის“ ეთერში კომპანიის დირექტორმა ეკა დიღმელაშვილმა ისაუბრა.

2022 წელს სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზარდა, ვინაიდან საჰაერო გადაზიდვის ღირებულება იზრდებოდა თვიდან თვემდე, დაახლოებით ფასთა შორის სხვაობა წარმოადგენს 3-დან 3.5-მდე, სახმელეთ გადაზიდვის ტარიფი კი ბევრად დაბალი და სტაბილურია საჰაეროსთან შედარებით. 

მომხმარებლებს ასევე სურდა პირდაპირი კომუნიკაცია მენეჯერებთან, რომ მიეღოთ მარტივად ტვირთის შესახებ სტატუსები, მოეხდინათ მიკვლევადობა და მათ ესაჭიროებოდათ სრული სერვისი კარიდან - კარამდე.

სწორედ ამიტომ, შეიქმნა კომპანია World Logistics-ი, რომელიც დაკომპლექტდა მცოდნე მენეჯერებით, ვისაც უკვე ჰქონდა გამოცდილება მომსახურების სფეროში და სატრნასპორტო საოპერაციო მენეჯმენტში.

დღეს, World Logistics-ი ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების სფეროში საქართველოს ბაზარზე არის მოწინავე. ჩვენი კომპანია  მომხმარებლებს სთავაზობს გადაზიდვების გამჭვირვალე პროცედურას. კომპანიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება  ამ მიმართულებით, რაც ნდობის საკითხს უფრო მეტად ზრდის.  World Logistics ბაზარზე არის პირველი კომპანია, რომელიც 20-25 დღეში ახერხებს ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას. ამას ხელს უწყობს, საკუთარი ავტომობილები, საკუთარი საწყობები ჩინეთის ორ ქალაქში (გვანჯოუ და ივუ),  საკუთარი თანამშრომლები ყველა გამშვენ პუნქტზე, რა გზასაც გაივლის სატვირთო.

ტვირთების დროულ მიწოდებას ხელს უწყობს, ჩვენ მანქანებში არსებული საფოსტო ამანათები, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება ასევე, ჩვენი კომპანია Silk Post-ის მიერ. Silk Post კურირებს საფოსტო მიმართულებას, World Logistics-ის მოცულობით ტვირთებს. კომპანია ნებისმიერი სირთულის ამანათისა და ტვირთის ტრანსპორტირებას  ახდენს სასურველ ლოკაციამდე. კლიენტებს ხელს უწყობს, ჩინეთში ნივთის შეძენის პროცესის გამარტივებაში და სთავაზობს მორგებული ფასებს.

„სილქ ფოსტის“  ფილიალები წარმოდგენილია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და გორში. „სილქ ფოსტს“ და ვორლდ ლოგისტიკს ჰყავს პროფესიონალთა გუნდი რომელებიც მუდამ მზადყოფნაში არიან დაეხმარონ და გაუწიონ მაღალი ხარისხის მომსახურება თითოეულ იმპორტიორს რაც განპირობებულია კონკრეტული შედეგებით“, - ამბობს ეკა დიღმელაშვილი.

მისი თქმით, კომპანია ამუშავებს თვეში 1200 - 1400 კუბამდე ტვირთს, რაც წარმოაგდენს დაახლოებით 12 - 14 მანქანას თვეში. შესაბამისად, World Logistics- მომხმარებლებს შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი შესყიდვები და მიიღონ ტვირთი ყოველ კვირეულ, უწყვეტ რეჟიმში.

სისტემატიური დატვირთვა / გამოსვლები ჩინეთის საწყობიდან გვაძლევს საშუალებას მომხმარებლებს ჩავაბაროთ ტვირთი დროულად და დათქმულ ვადაში“, - აღნიშნავს ეკა დიღმელაშვილი.

კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ წითელი ზღვის კრიზისიდან გამომდინარე გაიზარდა მოთხოვნა სახმელეთო გადაზიდვებზე, თუმცა World Logistics-ის  ამ მოთხოვნას მომზადებული შეხვდა.

„მოგეხსენებათ, ჰუსიტებმა დაიწყეს ხომალდებზე თავდასხმა. წითელი ზღვა კი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერიაა, ჩვეულებრივ დროს, იქ გლობალური საზღვაო ტვირთების 15% და კონტეინერული გადაზიდვების 30% გაედინება. ახლა კი მსოფლიოს უდიდესმა საზღვაო ხაზებმა „მაერსკმა“, „ჰაპაგ-ლოიდმა“ და MSC-მა წითელი ზღვით ცურვა შეწყვიტეს და შემოვლითი მარშუტი აირჩიეს სამხრეთ აფრიკის გავლით. შესაბამისად გაიზარდა ფასები და სატრანზიტო ვადები, მაგალითად ადრე თუ შეადგენდა 60 დღეს ახლა 90 დღე  სჭირდება.

მიმდინარე სიტუაციამ, კიდევ უფრო მეტად გაზარდა მოთხოვნა ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებზე, რომელსაც ჩვენი ორივე  კომპანია „სილქ ფოსტი“ და „ვორლდ ლოგისტიკსი“ მომზადებული შეხვდა. ჩვენ მომხმარებლებს ზუსტად მითითებულ ვადებში და გაუმჯობესებული ხარისხით ვაწვდით ტვირთს ჩინეთიდან საქართველოში.

ამის მიუხედავად, კომპანიას  არ შეუჩერებია საზღვაო გადაზიდვები, და ასევე სთავაზობს მომხმარებლებს აღნიშნულ სერვისს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ბევრი მიზეზების გამო, საზღვაო გადაზიდვების სატრანზიტო დრო გაზრდილია“, - განაცხადა გადაცემაში საუბრისას ეკა დიღმელაშვილმა.

კომპანიის დირექტორმა პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა მთელ რეგიონში. საერთაშორისო გადაზიდვები უშუალოდაა დაკავშირებული თანამედროვე სავაჭრო ბრუნვასთან. ქართულ ბაზარზე  ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქციის წილი 70%-ს შეადგენს, შესაბამისად კომპანია არ წყვეტს განვითარებას და უახლოეს მომავალში მომხამრებლებს შესთავაზებს არაერთ სიახლეს.

„აზიის განვითარების ფონდის“ ინიციატივაში „ერთი სარტყელი და ერთი გზა“, ჩართულია არაერთი ქვეყანა და წამყვანი ორგანიზაცია, ამ გზას ეძახიან ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმსხვილეს პროექტებს, სამუშაოები მიმდინარეობს არა ერთ ქვეყანაში: მშენებლობები ჩინეთსა და ყაზახეთის დამაკავშირებელ გზებზე, როგორც მაგისტრალური ასევე სარკინიგზო, ასევე აზერბაიჯანის და ყაზახური პორტების გაფართოება და ბორნით მომსახურება.

ჩვენი ქვეყანაც ჩართულია შემდეგ პროქტებში:

  • ზემო ლარსის გვირაბი, რომ ზამთარ ზაფხულ არ იყოს შეყოვნება;
  • ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა მთლიან ავტობანთან;
  • სარფის, ბათუმის შემოვლითი გზა;
  • ქვეშეთი-კობის გზაზე  დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა;

ომპანია დღეს უკვე წარმოადგენს ლიდერს ჩინეთი - საქართველოს სახმელეთო მიმართულებით და ნამდვილად არ აპირებს დათმოს პოზიცია.

2025 წელს იგეგმება სატრანზიტო დროის შემცირება, პირველ რიგში გვირაბის ხარჯზე, და ასევე ზრდადი მოცულობებიდან გამოდინარე კიდევ რამდენიმე რეისი დაემატება კვირაში, შესაბამისად იმპორტიორები უფრო მალე შეძლებენ შეკვეთილი პროდუქციის მიღებას თბილისის საწყობებში. 2025 ტვირთის ტრანსპორტირების მოხერხდება 10-12 დღეში“, - აღნიშნავს World Logistics-ის დირექტორი.

მისი, თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე მიმდინარე წელს კომპანიამ გაზარდა არეალი და მიმართულებები. შესაბამისად, „ვორლდ ლოგისტიკსი“ ახლა უკვე კლიენტებს ემსახურება არა მხოლოდ ჩინეთის, ასევე ევროპისა და თურქეთის მიმართულებით.

„ჩვენ ვფლობთ, ორ საწყობს სტამბულის ევროპულ და აზიურ ნაწილში, ეს გვაძლევს საშუალებს კონკურენტუნარიანი ტარიფები გვქონდეს ბაზარზე. ტრანსპორტირება ხდება სახმელეთო გზით და სატრანზიტო ვადა შეადგენს 3-4 სამუშაო დღეს. თურქეთიდან, კვირაში საშუალოდ 2 ნაკრები ტვირთების მანქანა გამოდის.

ჩვენ გვყავს პარტნიორები ევროპაში და ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან შეგვიძლია შერეული ტვირთის ტრანსპორტირება. საწყობები მდებარეობს: იტალია, გერმანია და ბულგარეთში. საშუალოდ სატრანზიტო ვადა ევროპის შემთხვევაში მერყეობს 14-17 მდე, მაგრამ უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს უფრო გააქტიურებდეს ევროპის მიმართულებით. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს მიმდინარე საკითხზე და უახლოეს პერიოდში  საწყობებით და საკუთარი ავტოპარკით შევა ბაზარზე.

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება კომპანიის მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა.

WORLD LOGISTICS - საერთაშორისო შერეული ტვირთების გადაზიდვებში წარმოადგენს სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვს. კლიენტი ერთ სივრცეში იღებს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე“, - ამბობს ეკა დიღმელაშვილი.