„თუ ბიზნესოპერატორს არასწორად აქვს ფასი გათვლილი, ამ შემთხვევაში მას მომხმარებელი უბრალოდ არ ეყოლება“,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პორტრეტი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ნებისმიერ პროდუქტის, თუ სერვისის მიღებისას, მომხმარებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა კონკრეტული თანხის გადახდა.
„ჩემთვის სიტყვა - ძვირი, არ არსებობს. ძვირი შეიძლება შეფასდეს არაშესაბამისად. როდესაც შენ ყიდულობ პირობითად „პურს“ და იხდი X თანხას და შესაბამისი მომსახურება, თუ „ურთიერთობა“ ვერ მყარდება, ჩემთვის თუნდაც, ლარად ნაყიდი პურიც არის შეუსაბამო. მაგრამ, შეიძლება 10 ლარი გადაიხადო „პურში“ და ისეთი სერვისი მოჰყვებოდეს, რომ ეს ჩემთვის სრულიად შესაბამისობაში იყოს და არ ვთქვა, რომ ეს ძვირია. ზუსტად ასეთ სიტუაცია არის სარესტორნო სფეროში, თუ ჩვენ ვიღებთ იმ სერვისს, სიტუაციას, რა რეალობაშიც ვართ, ეს თანხა არ შეიძლება შეფასდეს ძვირად. ამ შემთხვევაში, აღარ უნდა მიხვიდე იმ დაწესებულებაში, სადაც ეს მომსახურება გეძვირება. ყოველთვის არის არჩევანი. თუ დღეს რომელიმე პროდუქტი, სალათა იქნება ეს, თუ ცხელი კერძი, სადღაც X თანხად იყიდება, ხოლო სხვაგან - 3 X ღირს, ეს არ ნიშნავს, რომ 3X უფრო ძვირია, ვიდრე ის X, რომელთანაც შედარებას გაუკეთებ. ადამიანები თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ, რა არის მისთვის მისაღები, 2 ლარიანი ხინკალი თუ 5 ლარიანი, 5 ლარიანში უფრო მეტ დადებითს ემოციას და მომსახურებას იღებ, თუ 2-ლარიანში.
აქედან გამომდინარე, თუ რაღაცაზე ფასი იზრდება, ეს არ ხდება მხოლოდ სურვილიდან გამომდინარე, ეს არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან და იმ მომსახურებიდან გამომდინარე ხდება, რასაც ბიზნეს ოპერატორი დებს. ჩვენ პირდაპირ არ ვყიდულობთ, მხოლოდ ერთ კერძს, ამაში სხვადასხვა, ბევრი შრომაა ჩადებული, რაც შეიძლება თქვენ შესაძლებლობას გაძლევდეთ, უფრო მყუდროდ იგრძნოთ იმ გარემოში თავი, ვიდრე იქ სადაც 2 ლარს იხდით. ესეც მომხმარებლის არჩევანია. და, თუ ბიზნესოპერატორს არასწორად აქვს ეს ფასი გათვლილი, ამ შემთხვევაში მას მომხმარებელი უბრალოდ არ ეყოლება“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.