მყუდრო ასე ჰქვია სტარტაპს, რომელიც ძველ ავეჯს ახალ სიცოცხლეს სძენს, მისი დამფუძნებელი ახალგაზრდა ხელოვანი პროფესიით მხატვარი სოფო მგალობლიშვილია. სოფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი სახლის  მოწყობისას ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ძველი ავეჯის განახლება დაიწყო.

„ჩემთვის ავეჯი მხოლოდ ნივთები არ არის, ის ჩვენი ისტორიაა და ამ ისტორიას გაფრთხილება და ახალი სიცოცხლე უნდა, რომელიც ჩვენს მომავალს ესთეტიკური სახით უნდა გადავცეთ, რომ ისინიც მოუფრთხილდნენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მამაჩემმა ადრე გაყიდა სახლი და რაც ავეჯი ჰქონდა სულ გააჩუქა, ერთადერთი ბაბუის დატოვებული ე.წ. ცხრა ფოთლიანი „გორკა“ წამოვიღე, რომელიც ჩემ სახლს დიდად არ უხდებოდა და გადავწყვიტე გამეახლებინა და ახალი გარემო შემექნა. იქამდე ავეჯზე მუშაობის გამოცდილება არ მქონია, ვიყიდე ყველაფერი რაც საჭირო იყო და დავიწყე გაკეთება, ადამიანების მოწონებაც მალე დაიმსახურა.

აქედან იწყება ჩემი ავეჯის მიმართ ინტერესი, საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში ბევრი ავეჯი ვნახე და ეს  ინტერესი უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა და როდესაც ჩამოვედით ახალი სახლი ვიყიდე, ეს სახლი სულ ცარიელი იყო, ძველი ავეჯი არ წამიღია ამიტომ მინდოდა მალე მეგრძნო თავი მყუდროდ და კომფორტულად და ვყიდულობდი და  ძველ ავეჯს და ვაახლებდი.“ - აღნიშნა სოფო მგალობლიშვილმა.

სოფოს თქმით როდესაც მის მიერ შექმნილი ავეჯი სხვებსაც გაუზიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა, გადაწყვიტა ჰობი შემოსავლის წყაროდ ექცია და ავეჯთან ერთად სხვადასხვა დეკორების და წაღების კეთებაც დაიწყო. როგორც თვითონ აღნიშნავს დაინტერესება მაღალია. 

„სახელოსნოც მოვიწყვე და ვცდილობ, რომ რაღაც ისეთი გავაკეთო რაც მომწონს, ჩემით ვარჩევ ავეჯს, რომ ვუყურებ წინასწარ ვიცი, რისთვის მჭირდება და ჩემ პროფესიას მხატვრობასაც ვუყენებ და ფერებსაც კარგად ვსვამ. 

ადამიანები ხშირად მომმართავენ და მთხოვენ, რომ ავეჯის რესტავრაცია გავაკეთო, თუმცა მე რესტავრაციას არ ვაკეთებ, ამ ეტაპზე ამ საქმეზე მარტო ვმუშაობ და მხოლოდ ძველ ავეჯს ვაახლებ და ვაკეთებ, შეიძლება კარადა ვიყიდო დავშალო და მაგიდა გავაკეთო, ან სკამები ვიყიდო და თაროები გავაკეთო, როდესაც ავეჯს საყიდლად ვარჩევ, წინასწარ ვიცი რისთვის გამოვიყენებ,. 

რაც შეეხება მომხმარებლის დაინტერესებას, საკმაოდ მაღალია და ჩემი ავეჯიც იყიდება, თუმცა ბევრს ვერ ვყიდი, რადგან მარტო ვმუშაობ და რასაც ვყიდი სრულყოფილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ვყიდი, მაღაზია არ მაქვს და ესეც გამოწვევაა ავეჯის ისე შეძენა, რომ არ ნახო ცოტა რთულია, თუმცა მაინც იყიდება.“ - აღნიშნა სოფო მგალობლიშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, სოფო მგალობლიშვილი აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ხელნაკეთია დიდ შრომას მოითხოვს, ასევე ავეჯიც ანტიკვარულია. ინვესტიციაზე საუბრისას მგალობლიშვილი აღნიშნავს რომ ინვესტიცია პირადი ხარჯებით განახორციელა, მისივე თქმით მეორადი ავეჯის შეძენა ძვირი არ უჯდება, შემდეგ მათ ანახლებს ყიდის და თანხას უკან აბრუნებს, რომ მასალა შეიძინოს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს სოფო გეგმავს, რომ ინტერიერის დიზაინიც შეისწავლოს და თავისი  საქმე ამ კუთხით განავითაროს. 

„ვცდლობ რომ შეისწავლო სახლის ინტერიერი, იმიტომ რომ ჩემმა სახლმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ყველას ძალიან მოეწონა. მე ვფიქრობ, რომ ინტერიერში ფერები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხალხს ეშინია ფერების გამოყენება, ფიქრობენ, რომ რაღაცა რაღაცას არ მოუდხება, მე ვფიქრობ რომ ბევრი ფერი უნდა შევიტანთ სახლში, გავაცოცხლოთ და არ უნდა იყოს  ერთფეროვანი. უნდა იყოს ფერადი, რომ სიმყუდროვე შეიქმნას. სამომავლოდ მინდა, რომ თანამშრომელი დავიმატო, რომ მეტი მომხმარებლისთვის  შევძლო ავეჯის დამზადება და საქმეც გამიადვილდება“ - აღნიშნა სოფო მგალობლიშვილმა.