ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. 

ბოლო ერთ კვირაში სამივე კომპანიის აქციების ფასის ვარდნა ფიქსირდება.

უფრო კონკრეტულად, მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 3.23%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.2 მილიარდ სტერლინგს აღწევს. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.73%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 7.73%-ით შემცირდაშედეგად ერთი აქციის ფასი 11.46 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 534.1 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

რაც შეეხება ბოლო 6 თვის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს კაპიტალის"  საბაზრო კაპიტალიზაცია 9.14%-ით გაიზარდა. "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 2.89%-ით გაიზარდა, ხოლო "საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3.09%-ით გაიზარდა.

წყარო: Galt & Taggart