BOGG PLC ამერიაბანკის პოტენციურ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს  ადასტურებს.

ამერიაბანკი წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც მრავალფეროვანი არხებისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში.

BOGG PLC მზარდი ეკონომიკური მაჩვენებელების გათვალისწინებით, სომხეთს პოტენციური გაფართოებისთვის საინტერესო ბაზრად მიიჩნევს.

მოლაპარაკების წარმატების დასრულების შემთხვევაში, BOGG PLC ტრანზაქციის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ გარიგების  შესაძლო სინერგიაზე  კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებს.