Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში მიხეილ ლომთაძე 66 პოზიციით დაწინაურდა.
ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $6.46 მილიარდად აქვს შეფასებული და რეიტინგში 426-ე ადგილს იკავებს.
14 მარტის მონაცემებით, ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $5.82 მილიარდად ჰქონდა შეფასებული და რეიტინგში 492-ე ადგილს იკავებდა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, $7.02 მილიარდით 385-ე პოზიციას იკავებს. ( 14 მარტის მონაცემებით, $7 მილიარდით 381-ე პოზიციას იკავებდა).
ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში კვლავ დაბრუნდა.
შემდეგ თვეებში მისი ქონება შემცირდა, შესაბამისად რეიტინგში აღარ იძებნებოდა, თუმცა დღეს ის კვლავ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს.