“ბიზნესი ხვდება რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით ბიზნეს სექტორმა უკეთ იცის, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები მცირდება, იზღუდება კონკურენტული გარემო, იკლებს უცხოური ინვესტიციები, იზრდება ინფლაციური და ლარის გაუფასურების რისკები და არსებული კურსის უცვლელად შენარჩუნება ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ და სისტემურ კრიზისს უქადის.

“ბიზნესი ხვდება რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს, რომ არამხოლოდ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის, არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამხოლოდ უხარისხო მენეჯმენტი და ადმინისტრირება არამედ სისტემური პოლიტიკური კორუფციაც არის ამ ქვეყნის პრობლემა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იქ სადაც კონკურენტული გარემო იცვლება, იქ დამთავრებულია ყველაფერი. დღეს ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ როგორ იხარჯება სავალუტო რეზერვები, რა მოსდის საპენსიო ფონდს, როგორია ინფლაციური ზეწოლა, როგორ მცირდება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, როგორ მცირდება FDI და როგორ დაიწყო კაპიტალის გადინება ქვეყნიდან. ამას ხომ ბიზნესმენები ხედავენ და იციან. რიგითმა მოქალაქემ ეს არ იცის, მაგრამ მათ ეს იციან და ხედავენ. ისინი აკეთებენ დასკვნას, რომ ინფლაციური ზეწოლაც გაიზრდება, კურსზე ზეწოლაც გაიზრდება და ეს უკვე სისტემური კრიზისია.

საგანგაშო რაც ვიცი რომ დეპოზიტების გადინების პროცესი სახიფათო სახეს იღებს. ხომ გასაგებია რომ გადინების პირველი ეტაპი იქნება იმ უცხოელებისგან რომლებმაც “შემთხვევით” მოიტანეს და უსაფრთხოებისთვის დააპარკინგეს თავისი რუხი კაპიტალი,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

bm.ge