2024 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტმა ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ლუდის აქციზიდან 41.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა.

ბიუჯეტის მიერ მიღებული სააქციზო შემოსავლები ასეთია:

ადგილობრივი წარმოების ლუდზე - 36.4 მილიონი ლარის აქციზი;

იმპორტირებულ ლუდზე - 5.2 მილიონი ლარის აქციზი.

ცნობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ლუდის აქციზი მასში ალკოჰოლის შემცველობაზე არის მიბმული და ლუდში ალკოჰოლის თითოეული პროცენტი 12 თეთრით იბეგრება.