ახალ სახლში გადასვლა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.  ამ გადაწყვეტილების მიღებას მომწიფება და მზაობა სჭირდება, მაგრამ ვინც ბინების გაქირავება/დაქირავება ერთხელ მაინც გამოსცადა, ისინი გეტყვიან, რომ ნამდვილი მოგზაურობა, ნამდვილი თავგადასავალი ძებნის პროცესია, რაც მარტო ცხოვრების ნებისმიერი სირთულისთვის მოგამზადებს. ბინები თბილისში რთული საპოვნელია, თუმცა ამ სტატიაში ბინების გაქირავება/დაქირავების სიმძიმეებზე არ ვისაუბრებთ, თან, მაშინ, როცა მომხმარებელი უკვე იცნობს Bina24.ge-ს ეს არარელევანტურიც კია.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ბინა, როგორ დავალაგოთ პრიორიტეტები, დაწყებული ტექნიკური დეტალებით, დამთავრებული ემოციური ნაწილით, რადგან ის, თუ როგორ სახლში ცხოვრობს ადამიანი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის პიროვნებაზე. ბინები თბილისში  დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ქალაქის ძველ ნაწილში შეგიძლია იპოვო სახლები, რომლები ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილიც კი არის, მაღალჭერიანი შენობები, ულამაზესი სადარბაზოებით, სიძველისა და კლასიკის მთელი ხიბლით წარსულის ესთეტიკის მოყვარული ადამიანებისთვის იდეალურია. მაგრამ თანამედროვე ბინების მოყვარულთათვისაც უამრავი მოდერნისტული ბინა შეიძლება იპოვოთ. მოკლედ, ვინც ეძებს, ყოველთვის პოულობს. მთავარია, ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი და ჩამოყალიბებული მოთხოვნებით, სურვილებით სასიამოვნო მოგზაურობად აქციოთ.

თუ შევთანხმდით, რომ თქვენი სახლი თქვენი ცხოვრების წესის ანარეკლია, მაშინ ბინების გაქირავება/დაქირავება სერიოზული საქმეა. აუცილებელია რომ ბინა, რომელსაც აირჩევთ, სრულად შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებსა და პრიორიტეტებს და იყოს არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია, არამედ თქვენი კომფორტის მთავარი ზონა. 

განსაზღვრეთ თქვენი ცხოვრების წესი და მისი შესაბამისი საჭიროებები:

ბინების გაქირავება/დაქირავებაში ერთ-ერთი მთავარი როლი მათ ადგილმდებარეობას უჭირავს. ლოკაცია, ბინის კვადრატულობასთან ერთად, დიდწილად განსაზღვრავს უძრავი ქონების ფასსაც კი. ეს ფაქტი საკმაოდ ბუნებრივია. მაგალითად, ისეთ დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, როგორიც თბილისია, გადაადგილების პრობლემები ხშირია. თბილისის მოსახლეობას დღეში სულ მცირე საშუალოდ 2 საათიდ გატარება მაინც უწევთ საცობში, ამიტომაც არის რომ, როცა დამქირავებლის ინტერესია ბინები თბილისში, ლოკაცია, რამდენად ახლოს არის სახლი სამსახურთან, უმნიშვნელოვანესია. ასევე განსაკუთრებული როლი უჭირავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვესაც: ავტობუსის გაჩერებებს, მეტროს და ა.შ.. კარგი ლოკაცია, მხოლოდ ქალაქის ცენტრი არ არის, კარგი ლოკაცია არის შენი ცხოვრების სტილის, შენი ყოველდღიური ქცევების შესაბამისი ადგილი, სადაც ყველაფერი, რაც გჭირდება მეტ-ნაკლებად ახლო და ხელმისაწვდომია.

მაშ ასე, ცხოვრების წესის განსაზღვრაში ისეთ რამეებს ვგულისხმობთ, როგორიცაა ყოველდღიური რუტინის, სამსახურამდე გზის და ჩვეული სოციალური აქტივობების ჩამოყალიბება. ეს გააზრება დაგეხმარებათ ბინების გაქირავება/დაქირავების სასიამოვნო გამოცდილების შექმნაში.

როცა ბინების გაქირავება/დაქირავებით ხარ დაინტერესებული, შექმენი შენი სურვილების სია

მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ თქვენი სურვილების დეტალური სია, რომელიც ასახავს თქვენს პირად პრეფერენციებს.

მაგალითად, თუ გყავთ შინაური ცხოველები, თქვენი სურვილების სიაში, მათი სახლში დაშვება პირველი იქნება. შინაურ ცხოველებთან მიმართებით ბინის მეპატრონეების აზრი ორად იყოფა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იშვიათი შემთხვევაა დეპოზიტის დატოვების, რომელიც რაიმეს დაზიანების შემთხვევაში მეპატრონეს რჩება, ისინი ერიდებიან შინაური ცხოველების მფლობელებზე ბინების გაქირავებას, რადგან თვლიან, რომ ძაღლები და კატები ავეჯს დააზიანებენ, ან კედლებს. ბინების გაქირავება/დაქირავება ორმხრივ შეთანხმებას და იმ პირობების დაცვას მოითხოვს, რასაც მეპატრონეც და დამქირავებელიც წამოაყენებენ და შეათანხმებენ.

 თუ სახლიდან მუშაობას აპირებთ, თქვენი მომავალი ბინა ამ კუთხითაც უნდა შეათვალიეროთ. რადგან ბინები თბილისში ძირითადად ავეჯთან ერთად ქირავდება, კარგი იქნება, თუ თქვენს შერჩეულ საცხოვრებელში სამუშაო მაგიდა და სკამი უკვე თუ დაგხვდებათ. ასევე იმ მიზეზით, რომ დღის უმეტეს ნაწილს სახლში გაატარებთ, სასურველია ის მზიანი იყოს.

ბინები თბილისში უამრავ დადებით რამეს გთავაზობენ, აქ ყველაფრის პოვნა შეგიძლია, შენ

მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხშირად მეპატრონეებს საკუთარი დამოკიდებულება აქვთ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. წინასწარ დალაგებული სურვილების სია, საშუალებას გაძლევთ, უფრო რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოთ. თუ ბინის შერჩევას უძრავი ქონების პორტალ, Bina24.ge-ზე, გადაწყვეტთ და ბმულს ეწვევით: www.bina24.ge ,  ასეთი სია უკვე ჩამოყალიბებული და ჩამოწიკწიკებული გექნებათ, საიტი საშუალებას მოგცემთ პირდაპირ, შუამავლების გარეშე დაეკონტაქტოთ ბინის მეპატრონეს, გაარკვიოთ ისეთი მცირე დეტალები, რომელიც შეიძლება არსად ეწეროს, რადგან უმნიშვნელოდ იქნეს მიჩნეული, მაგრამ თქვენს არჩევანში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ბინის მეპატრონესთან კომუნიკაცია ყველა სხვა სიკეთესთან ერთად აჩქარებს პროცესს და გაახლოვებთ თქვენი ოცნების სახლში გადასვლასთან. ბინების გაქირავება/დაქირავება ასეთი სურვილების სიის არსებობის შემთხვევაში, არც ისე რთულია, მით უმეტეს, მაშინ, როცა, კომუნიკაცია ზედმეტი ადამიანების გამო არ იწელება.

ბინების გაქირავება/დაქირავებისას გამოიყენეთ ძებნის ფილტრები

ბინების გაქირავება/დაქირავებისას ონლაინ პლატფორმები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქმეს. ჯერ ის რად ღირს, რომ ქუჩაში გამოკრული ან გაზეთში გამოქვეყნებული ყველა განცხადების წაკითხვა არ გიწევს, ფოტოების ნახვა შეგიძლია, Bina24.ge-ზე მეპატრონესთან პირდაპირი კონტაქტის საშუალებაც კი გაქვს, მაგრამ მთავარი ბენეფიტი ფილტრების არსებობაა. ფილტრები საშუალებას გვაძლევენ, ვნახოთ მხოლოდ ჩვენს სურვილებზე მორგებული ვარიანტები, დრო არ დავკარგოთ მაგალითად იმაზე ძვირიან ბინებზე, ვიდრე ჩვენს ჯიბეს შეუძლია რომ გაწვდეს. არც სამოთახიანი ბინები ვათვალიეროთ, როცა ერთოთახიან სტუდიოს ვეძებთ. კარგი, გამართული საიტი, ინტერფეისი, ფილტრი უამრავ დროს, ენერგიას უზოგავს ადამიანს და ბინის ძებნის პროცესს მართლაც რომ დიდ თავგადასავლად აქცევს.

ყველანი ინდივიდუალურები ვართ, მოთხოვნებიც ასეთი გვაქვს, ამიტომ გაფილტვრა გვეხმარება, მივუთითოთ პერსონალიზებული კრიტერიუმები, სპეციფიკური მახასიათებლები. თუ წინასწარ ვიცით ლოკაცია, რა თქმა უნდა, გარკვეული წარმოდგენა გვაქვს, რამდენი ოთახი და რა კვადრატულობა გვჭირდება, ვიცით, ცენტრალური გათბობა გვირჩევნია თუ გაზის გამათბობელი, ბიუჯეტი ხომ ვიცით და ვიცით. ამ და სხვა პარამეტრების წინასწარი მითითებით ვზოგავთ ძებნის დროს და მხოლოდ იმას ვნახავთ, რაც შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს.

ბინები თბილისში და საქართველოს ქალაქებში ფასის კუთხითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება, როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტი ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. ამიტომაც ბიუჯეტის არჩევის საშუალებაც კიდევ ერთი გზაა, ნაკლები დრო დაკარგოთ.

 

სთხოვეთ ნაცნობებს გაგიზიარონ ბინების გაქირავება/დაქირავების გამოცდილება

ერთია ზოგადი ცოდნა, რაც რაღაც ტიპის ბინების, რომელიმე კონკრეტულ სართულზე ცხოვრების, რომელიმე ლოკაციის შესახებ არსებობს და მეორე - გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეიძლება ძალიან წაგადგეთ ბინების გაქირავება/დაქირავების საქმეში.

 ტექნიკური მახასიათებლების გარდა, როცა ისინი გირჩევენ ონლაინ პლატფორმებს, ისეთებს, როგორიცაა Bina24.ge, საკუთარი გამოცდილებით, იმ სიმარტივისა და მოხერხებულობის გამო, რაც თავად უკვე იგემეს. ისინი აღგიწერენ, რა ფასად, რა ფართის ბინას დაიქირავებთ, ასევე გიქმნიან მოლოდინებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ შეუძლიათ გირჩიონ, რომელი უბანი სჯობს, მაშინ როცა გაინტერესებს ბინები თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში. თუ ეს ადამიანები თქვენც კარგად გიცნობენ და ლოკაციასაც, მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანიც კი არის და სჯობს ყურადთებით მოისმინოთ და გაითვალისწინოთ.

მოუსმინეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება, თავადაც მოიძიეთ ინფორმაცია და გამოსცადეთ რეალობაში. როცა უნდა შეარჩიოთ ბინები თბილისში, ესტუმრეთ სასურველ უბანს, განსაზღვრეთ, რა დრო დაგჭირდებოდათ, აქ რომ ცხოვრობდეთ სახლიდან სამსახურამდე, დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი: სუპერმარკეტები, სავარჯიშო დარბაზები თუ სხვა, თვალი გადაავლეთ უბნის ინფრასტრუქტურას, თუ ბავშვი გყავთ, თქვენ შეიძლება გჭირდებოდეთ გასართობი, რეკრეაციული ზონა სახლთან ახლოს ან თქვენთვის შეიძლება პოლიკლინიკის სიახლოვე იყოს მნიშვნელოვანი. სხვების გამოცდილების, საკუთარი მოძიებული ინფორმაციისა და ცდის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უფრო სწორი და თქვენთვის სასარგებლო იქნება.

დაივიწყეთ, რომ ბინების გაქირავება/დაქირავება საშინლად მოსაწყენი და რთული რამეა, შეხედეთ მას, როგორც ახალ გამოწვევასა და პროექტს და ყველაფერი ბევრად უკეთ დალაგდება. ამ მოგზაურობაში გამოიყენეთ სხვა ადამიანების გამოცდილება, ონლაინ პლატფორმების ბენეფიტები და საწადელს აუცილებლად მიაღწევთ. არ დაივიწყოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბინების გაქირავება/დაქირავების გადაწყვეტილება დროებითია, ამ სახლებში თქვენ მნიშვნელოვანი დღეები უნდა გაატაროთ და ისინი თქვენს ტვირთად არ უნდა იქცნენ. ბინის შერჩევისას მნიშვნელოვანია უამრავი რაციონალური ფაქტორი: ბიუჯეტი, ფართი, რომელიც თქვენი სრულყოლილი ცხოვრებისთვის გჭირდებათ, კეთილმოწყობის დონეები და ა.შ.. ასევე, არ დაივიწყოთ ემოციური ამბები და ნუ უარყოფთ მათ არსებობას. ასე შეძლებთ იქირაოთ ბინები თბილისში და სხვა ქალაქებში და კმაყოფილი დარჩეთ საკუთარი გადაწყვეტილებით.