საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტის 52,2% რუსეთზე მოდის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკით, წელს 5 თვეში ქვეყანამ ჩრდილოეთში 261,9 ათასი ტონა საწვავი იყიდა.

მთლიანად, კი კავშორის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 502,1 ათასი ტონა, რაც 63,3 ათასი ტონით ანუ 14,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (438,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2024 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 251,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 250,4 ათასი ტონა.

„კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 135,6 ათასი ტონა (53,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 110,3 ათასი ტონა (43,8%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 5,7 ათასი ტონა (2.3%);

იმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 261,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 52,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 73,6 ათასი ტონა - 14,7%; რუმინეთი - 55,9 ათასი ტონა - 11,1%; აზერბაიჯანი - 48 ათასი ტონა - 9,6%; ბელარუსი - 26,9 ათასი ტონა - 5,3%; თურქმენეთი - 13,9 ათასი ტონა - 2,8%; საბერძნეთი - 11,2 ათასი ტონა - 2,2%; კვიპროსი - 6,3 ათასი ტონა - 1,2%; თურქეთი - 2,1 ათასი ტონა - 0,4% და სხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

bpn.ge