სადაზღვევო კომპანიების 2024 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ (კორპუსის დაზღვევა) 95 ერთეული შეადგინა, რაც 11-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ „ბენეფიტმა“ გასულ წელს 14 საჰაერო სატრანსპორტო საშუალება დააზღვია, მაშინ როდესაც 2023 წელს დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა მხოლოდ 1 იყო.

საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (კორპუსის დაზღვევა) რაოდენობის და მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

სს ბბ დაზღვევა — 65 (2023 წელს 63); მოზიდული პრემია  15 231 999 ლარი;

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 14 (2023 წელს 1); მოზიდული პრემია  4 786 335  ლარი.

სს სადაზღვევო კომპანია უნისონი - 11 (2023 წელს 14); მოზიდული პრემია  2 906 524 ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 2 (2023 წელს 3); მოზიდული პრემია 283 463 მლნ ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი - 1 (2023 წელს 1); მოზიდული პრემია  2 717  ლარი;

სს დაზღვევის კომპანია ქართუ - 1 (2023 წელს 1); მოზიდული პრემია  339 825 ლარი;

სს სადაზღვევო კომპანია არდი — 1 (2023 წელს 1); მოზიდული პრემია  42 077  ლარი.