საფრანგეთმა ოფიციალური გაფრთხილება მისცა ჩინურ ონლაინ-რითეილერ Shein-ს, მას შემდეგ რაც ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ (DGCCRF) პლატფორმაზე გასაყიდად გამოტანილი ბავშვის ფორმის სექს-თოჯინები აღმოაჩინა,- ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს

უწყების განმარტებით, Shein-ის პროდუქცია საფრანგეთის ბავშვის უფლებათა დაცვის კანონს ეწინააღმდეგება და პედოფილიის წამახალისებელია.

ეკონომიკის მინისტრ  ბრუნო ლე მერის განცხადებით, ქვეყანა მზადაა „ყველა სამართლებრივი ბერკეტი“, მათ შორის პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვა გამოიყენოს, თუ კომპანია დაუყოვნებლივ არ შეასრულებს მოთხოვნებს და პროდუქციას გაყიდვიდან არ ამოიღებს.