ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია ბათუმში საბურავების გადამმუშავებელ საწარმოს გახსნის,- ამის შესახებ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვმა რადიო "კომერსანტის" ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საწარმო სატვირთო ტრანსპორტის საბურავების გადამუშავებასაც შეძლებს.
,,
მიმდინარე წელს, სადღაც ერთი თვის ვადაში, ჩვენი ასოციაცია ბათუმში საბურავების გადამამუშავებელ საწარმოს გაუშვებს. შესაბამისად, მომავალი წლიდან მზად ვიქნებით, თავადვე გადავამუშაოთ, მათ შორის, სატვირთო ტრანსპორტის საბურავებიც.
ამ ეტაპზე განვიხილავთ ნარჩენი საბურავისგან მიღებული ნედლეულის თურქეთში ექსპორტს, რადგან იქ ეს ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულიადა ძირითადად, რეზინი იწარმოება. პირველ ეტაპზე, წელიწადში დაახლოებით 5 ათას ტონამდე საბურავის გადამუშავება მოხდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ამ მხრივ მუშაობის კულტურა და გამოცდილება არ არსებობს, დასაწყისისთვის მასშტაბი შედარებით მოკრძალებულია, თუმცა, იმედია, საწარმო სამომავლოდ ნარჩენი საბურავის მთლიანრაოდენობას გაუმკლავდება.
რაც შეეხება გადამუშავებულ ზეთს, წლის მანძილზე დაახლოებით 650 ტონა გროვდება, თუმცა, მის შემთხვევაში სიტუაცია ბევრად უკეთესია - თითოეული გრამის ან ადგილზე გადამუშავება ხდება, ან ევროპაში გადის, სადაც იღებენ ნედლეულს, რომელსაც ისევ ზეთის წარმოებაში იყენებენ",- აღნიშნა მთვრალაშვილმა.