სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“, 22-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ბათუმში რიგით მესამე ფილიალის გახსნას გეგმავს. ახალი სივრცეში გათვალისწინებულია რებრენდინგის სტანდარტები, რომელიც „გუდვილმა“ 2025 წლის მაისში განახორციელა.
ფილიალი მდებარეობს SOLIS Residence-ში, შერიფ ხიმშიაშვილის 61-ში.
ახალ სივრცეში სტუმრებს დახვდებათ კომფორტული გარემო „გუდვილის“ წარმოების პროდუქცია, ევროპული ექსკლუზიური ბრენდები და ქართველი ფერმერების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

ფილიალში წარმოდგენილია:
- ⏺თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული და მომხმარებელზე მორგებული სავაჭრო სივრცე;
- ⏺საერთაშორისო პარტნიორი ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია;
- ⏺ქართველი ფერმერების მიერ მოწოდებული, ლაბორატორიულად შემოწმებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.
ფილიალში შექმნილია უნიკალური დიზაინი, რაც შოპინგის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ასევე მოწყობილია თანამედროვე კაფეტერია, სადაც მომხმარებელს შეუძლია „გუდვილის“ წარმოების კერძების დაგემოვნება და განტვირთვა.
ახალ ფილიალში სტუმრებს დახვდებათ არტიზანული პურების, ფუნთუშეულისა და დესერტების დიდი ასორტიმენტი, რომელიც ტრადიციული მეთოდითა და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით არის დამზადებული.
