ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის აპრილში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.
სებ-ის თანახმად, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით კომერციული ბანკები და მიკრობანკები 1.004 მლრდ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც მარტის მონაცემებთან შედარებით 255.7 მლნ ლარით მეტია. კონსოლიდირებულ ანგარიშგების მიხედვით, საფინანსო სექტორმა იანვარ-მარტში 748.283 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
მიმდინარე წლის 4 თვეში წმინდა მოგებიდან 91%-ზე მეტი ორ კომერციულ ბანკზე მოდის,ზარალზე კი 6 ბანკი გავიდა.
2025 წლის 4 თვეში მოგებაზე გავიდნენ:
„საქართველოს ბანკი“ – 520.068 მლნ ლარი
„თიბისი ბანკი“ – 384.583 მლნ ლარი„
ლიბერთი ბანკი“ – 40.426 მლნ ლარი;
„ბაზისბანკი“ – 30.841 მლნ ლარი;
„კრედო ბანკი“ – 24.175 მლნ ლარი;
„ქართუ ბანკი“ – 14.811 მლნ ლარი;
„ტერა ბანკი“ – 8.493 მლნ ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ – 9.777 მლნ ლარი;
„ხალიკ ბანკი“ – 5.061 მლნ ლარი;
„იშ ბანკი საქართველო“ – 4.825 მლნ ლარი;
მიკრობანკი „კრისტალი“ – 4.684 მლნ ლარი;
„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 2.158 მლნ ლარი;
„ემ-ბი-სი“ - 784 ათასი ლარი
2025 წლის 4 თვეში ზარალზეა:
„ვითიბი ბანკი“ – 355.67 მლნ ლარი;
„სილქ ბანკი“ – 7.028 მლნ ლარი;
„ჰეშ ბანკი“ – 3.024 მლნ ლარი;
„პაშა ბანკი საქართველო“ – 185 ათასი ლარი;
„პეისერა ბანკი საქართველო“ – 160 ათასი ლარი;
„პეივ ბანკ ჯორჯია“ - 141 ათასი ლარი