ავტოიმპორტიორები „რუსთავის ავტობაზრობის“ ადმინისტრაციას ტარიფების შემცირებას სთხოვენ. ბაზრობის მაღალი ტარიფების გასაპროტესტებლად იმპორტიორებმა ავტობაზრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს აქციაც გამართეს.
როგორც ავტოიმპორტიორები აცხადებენ, გაყიდვები არ არის, მათ კი ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერების ტარიფი გაეზარდათ. ბაზრობაზე დაბალი აქტიურობის გამო ავტოიმპორტიორები დაგროვებულ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ იხდიან. მათივე ცნობით, ადმინისტრაციასთან 1-თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდა დასრულდა და ბაზრობის მფლობელები ღირებულების საფასურის დაკლებას არ აპირებენ

ბაზრობის ტერიტორიაზე ტარიფის გადახდა იმპორტიორებს ყოველდღიურად უწევთ. როგორც აქციაზე იმპორტიორებმა განაცხადეს, ისინი ითხოვენ, რომ სანამ ბაზარი ამუშავდება, ადმინისტრაციამ ეს ტარიფები შეუმციროს.


ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ავტომობილის გაჩერების საფასური სადგომზე 10 ლარს, ხოლო ტერმინალზე 15 ლარს შეადგენს.

bpn.ge