2022 წლის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიიდან 17-ის (იმედი L-ის გარდა) ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 113 835 600 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ყველაზე ნაკლები ანაზღაურებული ზარალი სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ აქვს. სადაზღვევო კომპანიების ბოლო ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
სს სადაზღვევო კომპანია ქართუ — 52 178 ლარი;
სს გრინ დაზღვევა საქართველო — 188 404 ლარი;
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 1 223 787 ლარი;
სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 1 522 705 ლარი;
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი — 1 745 518 ლარი;
2022 წლის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 114 447 ერთეული შეადგინა.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7% არის დაზღვეული.