ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერმა ნალექმა და სტიქიამ ავტომობილების ტრანსპორტირების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. ათეულობით შტატში – მათ შორის ნიუ-იორკში, პენსილვანიაში, ილინოისსა დაა ტეხასში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია, რის შედეგადაც აუქციონებიდან ავტომობილების დროულად გაყვანა და პორტებში ჩატანა ვერ ხერხდება.
ავტომობილების აუქციონებზე დაყოვნების გამო ე.წ. Storage-ის ჯარიმები ყოველდღიურად იზრდება. კომპანიების უმეტესობა ამ ხარჯების ანაზღაურებას ან გარკვეულ თანხას, მომხმარებელს სთხოვს, რაც ავტომობილის საბოლოო ღირებულებას ზრდის.
სტიქიური შემთხვევების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმპორტიორებმა წინასწარ გადაამოწმონ თავიანთი პარტნიორი კომპანიების პოლიტიკა – აკისრებენ თუ არა კომპანიები სრულ პასუხისმგებლობას სტიქიით გამოწვეულ ჯარიმებზე, ან სთავაზობენ გარკვეულ შეღავათებსა და ხარჯების გაზიარებას.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებლის, ალექსი ნონიაძის თქმით, დამატებითი ჯარიმების გადახდა, სხვების მსგავსად ქართველ ავტოიმპორტიორებსაც მოუწევთ.
„ზოგადად, როცა ამერიკის აუქციონებზე შეფერხებაა, საქართველოში პროდუქციის ჩამოსვლას აგვიანდება, რაც გარკვეულ უხერხულობებს და პრობლემებს, რა თქმა უნდა, ქმნის.
გამიჭირდება ჯარიმების რაოდენობაზე საუბარი, რადგან ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია ქართულ ბაზრობამდე არ მოსულა, თუმცა გასულ წელს, როცა ამერიკულმა პორტება გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერეს, საკმაოდ მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწიათ ქართველ ავტოიმპორტიორებს,- აღნიშნა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ალექსი ნონიაძემ.