„ავტოიმპორტიორთა ბაზარზე ქართველი დილერები ყაზახმა და ყირგიზმა არარეზიდენტმა პირებმა ჩაანაცვლეს და დიდ კონკურენციას უწევენ,“ – ამის შესახებ საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ ,,კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
,,ფაქტობრივად, ქართველი დილერი არარეზიდენტმა პირებმა ჩაანაცვლეს და უკვე დიდ კონკურენციას უწევენ. თუ შემოდიან ბაზარზე და ყიდულობენ ქართველი დილერისგან, უკვე დემპინგური ფასით ყიდულობენ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. არარეზიდენტმა პირებმა უკვე თავიანთი პროფილაქტიკები და ბაზრობებიც გახსნეს. ჯერჯერობით მუშაობენ ლოგისტიკური კომპანიები, მაგრამ ხვალ შეიძლება ეს კომპანიებიც იმავე გამოწვევის წინაშე დადგნენ, რომ ბაზრის ეს სეგმენტიც არარეზიდენტმა პირებმა აითვისონ. ვიყავით ადრე ტრანსფერული პუნქტი, ახლა ამ არარეზიდენტი პირებისთვის, კონკრეტულად, ყაზახი და ყირგიზი დილერებისთვის, ტრანზიტულ პუნქტად ვიქეცით.
თითოეული ავტოიმპორტიორის, დილერის უკან იდგა ორი-სამი ოჯახი, რომელსაც ის თავისი შემოსავლით ინახავდა. შემოსავალი რომ გაუნულდა, ოჯახებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. შესაბამისად, ეკონომიკაში დამატებითი ღირებულება უფრო ნაკლები იქმნება",- თქვა ნონიაძემ.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემები იმპორტის ზრდას აჩვენებს, თუმცა რეალური კიდევ უფრო პრობლემურია, ბაზარზე 2023 წელს შექმნილი ე.წ ჭარბი მიწოდების პრობლემა ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა.
„საქსტატის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ზრდა გვაქვს როგორც იმპორტში, მაგრამ ამ გაზრდილი მაჩვენებლების უკან რა იმალება და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სხვა თემაა. თითქმის 2 წელი გავიდა უკვე და შეგვიძლია, ვთქვათ, 2023 წელს პროფიციტული ბაზარი რატომ შეიქმნა. ძალიან მარტივად - როცა ყიდულობდა ქართველი დილერი, რომ ეს მანქანა შემდეგ გაეყიდა არარეზიდენტ პირზე, იგივე არარეზიდენტი პირი უკვე ქართველი დილერისგან დამოუკიდებლად ყიდულობდა ავტომობილს. ეს ავტომობილები ბაზარმა ვერ გაიწოვა, სადღაც 60 ათასი ერთეულით მეტი გაიყიდა და ამან შექმნა პროფიციტული ბაზარი, არასწორი მოლოდინები და პროგნოზები. ამის შემდეგ უკვე გვაქვს ჭარბი მიწოდება, რომელიც ვერაფრით აღმოიფხვრა. “ – ამბობს ნონიაძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ არარეზიდენტმა პირებმა ქართველ დილერებს ბაზარი ფაქტობრივად უკვე წაართვეს, ახალ კი დემპინგური ფასებით დაიწყეს ვაჭრობა.
„არარეზიდენტმა პირებმა უკვე თავიანთი პროფილაქტიკები და ბაზრობებიც გახსნეს. ჯერჯერობით მუშაობენ ლოგისტიკური კომპანიები, მაგრამ ხვალ შეიძლება ეს კომპანიებიც იმავე გამოწვევის წინაშე დადგნენ, რომ ბაზრის ეს სეგმენტიც არარეზიდენტმა პირებმა აითვისონ. ვიყავით ადრე ტრანსფერული პუნქტი, ახლა ამ არარეზიდენტი პირებისთვის, კონკრეტულად, ყაზახი და ყირგიზი დილერებისთვის, ტრანზიტულ პუნქტად ვიქეცით,“ – აღნიშნავს ნონიაძე.
ნონიაძის შეფასებით, ეს პროცესი ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზეც, ასევე, მისივე თქმით, ქართველი დილერები უცხოელ კონკურენტებთან არათანაბარ პირობებში არიან.
„თითოეული ავტოიმპორტიორის, დილერის უკან იდგა ორი-სამი ოჯახი, რომელსაც ის თავისი შემოსავლით ინახავდა. შემოსავალი რომ გაუნულდა, ოჯახებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. შესაბამისად, ეკონომიკაში დამატებითი ღირებულება უფრო ნაკლები იქმნება.
„გვაქვს ეჭვი, რომ არარეზიდენტი პირები ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდიან და თუ იხდიან, ძალიან მცირედს. ეს უკვე არათანაბარ პირობებში აყენებს ქართველ და უცხოელ ავტო დილერებს. მუდმივად გვესმის, რომ ვართ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ძირითადი განმსაზღვრელი არის კონკურენცია. კი, ბატონო, ვართ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, მაგრამ მაშინ, მინიმუმ თანაბარ პირობებში მაინც უნდა აღმოჩნდნენ ქართველი და უცხოელი დილერები",- თქვა ალექსი ნონიაძემ "კომერსანტის" ეთერში.