საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე, შპს  „წერეთლის მექსიკურის საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან -  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.  კერძოდ,  მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას/მიმსგავსებას.

 

ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის 5 საქმეს განიხილავს - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს -  საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ რეალიზაციის  და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.