„ჩემი 17 წლიანი მუშაობის მანძილზე ყველს გაუკეთდა ყველაფერი. აქვს თავისი ფესტივალი, სავაჭრო მოედანი, პოლიგრაფია და ა.შ.“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ქართული ყველის ისტორიის მკვლევარმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ისაუბრა, მისი თქმით შეისწავლა ქართული ყველის არქეოლოგია და რამდენიმე კატალოგი გამოსცა.

„ვნახე რძის და ყველის არტეფაქტები, შევისწავლე ყველის ჭურჭელი, პირველი არტეფაქტი რომელიც მცხეთაში ვნახე იყო საწური ბადეა, რომელიც 2800 წლის არის, ასევე ვნახე 8000 წლის წინანდელი ხელნაკეთი დერგი. ამ ლეგენდას ჩამოჰყვა გამოცემა National Geographic და BBC ამ მედიებმა ქართულ ყველზე მოამზადეს ფანტასტიკური რეპორტაჟები, ამ ზაფხულს ჩამოვიდნენ ამერიკელი დოკუმენტალისტები, რომლებიც ცხრა ქვეყნის ყველზე იღებენ დოკუმენტურ ფილმს და ამ ცხრა ყველში შევა ქართული ტენილი ყველი.

ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება ლეგენდა და თუ ის ლეგენდასთან ერთად იყიდება გაცილებით უფრო საინტერესოა.“ - აღნიშნა ანა მიქაძე -ჩიკვაიძემ. ანა მიქაძე-ჩიკვაიძის განმარტებით საქართველოში წარმოებული ყველა ყველი ერთმანეთისგან განსხვავდება და 20 სულგუნი რომ დადო ერთად არც ერთ მათგანს ერთი და იგივე გემო არ ექნება.

„მე მოვიარე დმანისი, სადაც არის პირველი ღვინო და პირველი ყველი, ამიტომ ვიყავი წასული გომარეთში, დმანისში ვნახე სვანეთიდან ჩამოსული ადამიანები , ამ ადამიანებმა დმანისში დამახვედრეს სვანური გემო, 20 სულგუნი რომ აიღო არც ერთს არ ექნება ერთი და იგივე გემო. საზანოს ყველი იმიტომ არის უნიკალური რომ ერთ ფერდობზე მოდის , როგორც ტერუარში და ადგილწარმოშობაა აქ მთავარი და ამ ყველს საზანოშივე ხელიდან გლეჯენ იქაურ გლეხებს საზანოს ყველის ტერუარია.

გომარეთში იმოგზაურა მეცხრამეტე საუკუნეში არაჩვეულებრივმა უნიკალურმა ბიზნესმენმა ფონ კუჩერმა რომელმაც იქ ძროხები ჩამოიყვანა, ფერმა დააარსა და აქედან წაღებულ ყველს შვეიცარიის ფესტივალებზე მედლები ააღებინა“ - აღნიშნა ანა მიქაძე ჩიკვაიძემ.

მიქაძის თქმით ქართული ყველი ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ პარმეჯანოს და ედამერს გაუწიოს კონკურენცია რადგან ცნობადობას ახლა იძენს, თუმცა მისივე თქმით ქართულ ყველს ნამდვილად აქვს პოტენციალი იმისა, რომ არტიზანული ყველის მიმართულებით დაიმკვიდროს თავი.