აქციების პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო ქსელურ მარკეტებს აირწინაღების, სათვალეეებისა და სამშენებლო ჩაფხუტების დახლებიდან აღება მოსთხოვეს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა არსებული ინფორმაციის სისწორით.
Quadrum Georgia-ს გაერთიანებაში შემავალი ქსელი - „დომინო“ ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, სადაც აირწინაღების შეძენა შეგიძლიათ, როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, თეიკო ლომინაძე ამბობს, გუშინ ღამით მაღაზიაში მარაგები აღარ ჰქონდათ.
„გუშინ ღამით, მაღაზიაში მარაგები აღარ იყო. რეკავდნენ და ბევრმა წაიღო. ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა აირწინაღები გუშინ ღამემდე იყიდებოდა“,- ამბობს ლომინაძე.
„კომერსტანტმა“ ინფორმაცია „დომინოს“ სოციალურ ქსელშიც გადაამოწმა, „მარაგები აღარ შეივსება“,- ასეთი იყო მათი პასუხი.