ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები მცირედით, სავარაუდოდ, 10%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანია "სოლომონეს" დამფუძნებელმა დავით ჩაჩანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ღვინოზე მოთხოვნა საექსპორტო ბაზრების მხრიდან სტაბილურია და არ შეცვლილა.

"იმერულ ღვინოებზე მოთხოვნა შედარებით მაღალია, ვიდრე კახურზე, რადგან უფრო მსუბუქია. წინა წელთან შედარებით დიდი განსხვავებები არ გვაქვს მონაცემებში. ჩვენი ღვინის 70-80% ლატვიაში, ლიუტუვაში, გერმანიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და ინგლისში იყიდება. რაც შეეხება ამერიკის ბაზარს ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია და სავარაუდოდ, თებერვალში განვახორციელებთ პირველ ექსპორტს. სამომავლოდ, ჩვენი მიზანია ამერიკული ბაზრის უფრო მეტად ათვისება", - აცხადებს დავით ჩაჩანიძე.

როგორც დავით ჩაჩანიძე აცხადებს,  ,,სოლომონე“  ამ ეტაპზე 4 დასახელების ღვინოს აწარმოებს.კომპანიის წლიური წარმადობა 20 000 ბოთლს შეადგენს.

ცნობისთვის, „სოლომონეს“ მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები გაშენებულია 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

bp.ge