სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და PMAG Packaging Cluster/ შემფუთველთა კლასტერი-ის მხარდაჭერით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" ფარგლებში, შესაფუთი მასალების მწარმოებელმა 6-მა ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენაში Interpack 2023.
გამოფენაზე, რომელსაც ყოველწლიურად 200 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი ეროვნული სტენდით. ამის აღსანიშნავად, ქართულ სტენდს ეწვია Interpack-ის დირექტორი, თომას დოჰსე, რომელიც ინდივიდუალურად შეხვდა და გაეცნო ქართველ მწარმოებლებსა და წარმატებები უსურვა მათ.