„გალერია თბილისის“ მოგებამ 2021 წელს 19,1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს სავაჭრო ცენტრს 50 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.
2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გალერია თბილისის ფინანსურმა შემოსავალმა შეადგინა 11,27 მლნ ლარი, ხოლო კომპანიის ჯამური საოპერაციო შემოსავალი 27,4 მლნ ლარი იყო. საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ცენტრის საოპერაციო მოგებამ 7,9 მლნ ლარი შეადგინა.
2021 წლის ბოლოსთვის სავაჭრო ცენტრში არსებული ფართის 97% დაკავებული იყო, სადაც განთავსებული იყო 141 მაღაზია. ანალოგიურ პერიოდში კომპანიის აქტივები 193 მლნ ლარს შეადგენდა.
„2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების მართვა და კომერციული ფართის იჯარით გაცემა საკუთარ თანამედროვე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში“, - ნათქვამია ფინანსურ ანგარიშგებაში.
კომპანია დაარსდა 2008 წლის 24 ივლისს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომპანიას აქვს ერთი შვილობილი შპს "რია-რია", რომელიც წარმოადგენს ბავშვთა გასართობ ცენტრს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „გალერია თბილისი“ შპს „გალერია ჰოლდინგს“ ეკუთვნოდა.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მიერ აშენებული „გალერია თბილისი“ 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა და მოიცავს 25000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ სავაჭრო ცენტრს.