ქალი მეწარმეების მხარდაჭერა სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართველი ქალების მიერ შექმნილი პროდუქცია თანამედროვე ტენდენციებს, უნიკალურ დიზაინსა და მაღალ ხარისხს აერთიანებს. ხოლო, VELI.store-ისთვის ქართველი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მათ ცნობადობის გაზრდაში ეხმარება.

მარტის თვეში, როდესაც განსაკუთრებით ბევრი საზეიმო დღეა, ველი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გთავაზობს ქალი მეწარმეების პროდუქციის აღმოსაჩენად. შეარჩიე საჩუქრად  ქალი მეწარმეების პროდუქტები, რომლებიც შენს სოციალურ პასუხისმგებლობასა და მარტის თვეში ქალების მხარდაჭერას გაუსვამს ხაზს.

აღმოაჩინე გამორჩეული დიზაინის ნივთები ქართველი ქალი მეწარმეებისგან:

Reflect Love

Reflect Love – ქართული ბრენდია, რომელიც შენი ინტერიერისთვის სიყვარულით ქმნის გამორჩეულ დეკორს. ეს ახლად ჩამოყალიბებული ბრენდი შთაგონებულია, შენი სივრცე აქციოს მიმზიდველ და სასიამოვნო გარემოდ, სადაც თითოეული დეტალი ინდივიდუალურობას გამოხატავს.

ბრენდის სახელწოდება წარმოიშვა უნიკალური სარკეების წარმოებით, რომლებიც გამორჩეული დიზაინით ხასიათდება. დღეს Reflect Love გთავაზობს როგორც ფიგურიან სარკეებს, ასევე ფერად ჩარჩოში მოთავსებულ კედლის პოსტერებს. ბრენდი მუდმივად მუშაობს, რომ ფაქიზად შერჩეული ფერებით და თანამედროვეობისა და ვინტაჟის შერწყმით სიმყუდროვე შექმნას შენს სივრცეში.

ციმციმი

კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც უნდა გაიცნო არის ციმციმი. ის საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის, ხელნაკეთ, სოიას ცვილის სანთლებს ქმნის. ბრენდის სანთლები მზადდება100% ნატურალური სოიას ცვილის, ეკო-მეგობრული ხის ფითილების, პრემიუმ სურნელოვანი ზეთებისა და ბუნებრივი კვარცის ქვებისგან.

თითოეული სანთელი ხელით არის ჩამოსხმული ქილაში და აქვს მდგრადი და სასიამოვნო არომატი. ბრენდის პროდუქცია მრავალფეროვანი სურნელებითა და დიზაინით გამოირჩევა, შექმნილია მათთვის ვინც ეძებს უნიკალურ და მაღალი ხარისხის ადგილობრივ პროდუქტებს.

რტო

ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაჩინო ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი – რტო. ის ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელია, რომელიც 2024 წელს „იგრიკას“ თანადამფუძნებელმა ბაია ლომსაძემ დააარსა. ბრენდის მისიაა ქართული კულტურა ადრეული ასაკიდანვე ხალისით გააცნოს და შეაყვაროს ბავშვებს მთელს მსოფლიოში.

Agatha

Agatha ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლის მაისში გამოჩნდა. ის მინიმალისტური სტილის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქმნის. ბრენდის შთაგონება ცნობილი არტისტების ნამუშევრებია. სწორედ, ეს კონცეფცია გახდა მიზეზი, რომ პანდემიაში დაბადებულმა ბრენდმა მოახერხა ლოიალური მომხმარებლის შეძენა.

Sophioc

სოფიოსი ქართული ტიპოგრაფიული ბრენდია. მთავარი მისია მსოფლიოსთვის ქართული დამწერლობის გაცნობა და ქართული სიტყვების შინაარსისა და გამოთქმის გაზიარებაა. ამისათვის იქმნება ტიპოგრაფიის გარშემო მბრუნავი სამოსი და აქსესუარები, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგანი ხდება და კიდევ უფრო გვაახლოებს ქართულთან.

ბრენდის ყველა კოლექცია უნიკალურია და იქმნება ქართული სიტყვებისა და მათი შინაარსის ინსპირაციით. პროდუქტები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მასალით და დამზადების ტექნიკით. ყველაფერი მზადდება საქართველოში. Magic Boomerang – ასე ჰქვია მიმდინარე კოლექციას, რომელიც შემდეგ იდეას ეფუძნება: „რასაცა გავცემთ ჩვენია, რაც არა – დაკარგულია“. ის მოიცავს 3 სიტყვას: Thank you [Madloba] მადლობა I'm Sorry [Mapatie] მაპატიე I Love You [Miq'varkhar] მიყვარხარ.

შეარჩიე ველიზე ქართველი ქალი მეწარმეების პროდუქცია და აღნიშნე მარტის დღესასწაულები ქართველი ქალების გაძლიერებით. ამასთანავე, ველის ციფრულ თაროებზე შერჩეული ნებისმიერი ნივთი შეგიძლია ონლაინ შეფუთო, მისალოც ბარათზე შენი სურვილები ონლაინ დაწერო და ადრესატს საქართველოს ნებისმიერ მისამართზე უფასოდ გაუგზავნო.