25 დეკემბერს - სადაზღვევო ინდუსტრიის მარში ევროპული მომავლისთვის! 

მსვლელობა 18 საათზე ვაკის პარკიდან დაიწყება და პარლამენტთან აქციის დანარჩენ ნაწილს შეუერთდება.

პროევროპული აქციები უწყვეტად იგეგმება დედაქალაქში, რეგიონებსა და ემიგრანტების ორგანიზებით, საზღვარგარეთ. აქციის მონაწილეები 24-ე დღეს ხელისუფლებას კვლავ სთხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

21 დეკემბრის პროტესტების განრიგი ასეთია:

თბილისი:

14:00-21:00 საათი, მეწარმეების სოლიდარობის ღონისძიება - დედაენის ბარი

14:00 საათი, კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში თბილისის საქალაქო სასამართლომდე - კახა ბენდუქიძის კამპუსი

15:00 საათი, ქუთაისელების მარში გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე - გაბრიაძის თეატრი

15:00 საათი, მასწავლებელთა მარში - ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი

16:00 საათი, სვანები თავისუფლებისთვის! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! - ფილარმონია (მუზა)

16:00 საათი, იოგას მოყვარულთა და პროფესიონალთა სოლიდარობის მარში - დინამოს სტადიონი

17:00 საათი, აჭარლების მარში - ზღვა ხალხი - ევროპის მოედანი

17:00 საათი, გაფიცული სტუდენტებისა და ლექტორების მარში - ფილარმონია

18:00 საათი, რაჭველების მარში სწრაფი სვლით ევროპისკენ! - ვაკის პარკი

18:00 საათი, ქართლელების მარში პარლამენტისკენ - მზიურის პარკი

18:00 საათი, არაგველების მარში! - ბუკიას ბაღი

18:00 საათი, ერთად გავაფერადოთ ევროპული მომავალი! ტატუ არტისტების და ტატუ მოყვარულების მარში. - ფილარმონია

19:00 საათი, ქართველი გეიმერები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! - რუსთაველის მეტრო

19:00 საათი, მოცეკვავეების მარში "ხორუმი" - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ

19:00 საათი, მეგრელების მარში - სამარგალო თეშით ევროპა რე! - თსუ

19:00 საათი, იმერლების ევროპული მარში - ფილარმონია

ქუთაისი:

10:00 საათი, ქუთაისის მარში! მანქანების კოლონა დაიძვრება ევროპული ქუთაისიდან თბილისისკენ - ცენტრალური მოედანი

19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს! უწყვეტი პროტესტი ქუთაისში - მერიის წინ

ბათუმი:

19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის მე-24 დღე - საკონსტიტუციო სასამართლოსთან

19:00 საათი, ტურიზმის განგაში - მარში საქართველოს ევროპული მომავლისთვის! - ბულვარის კოლონადები