2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ სამეულში სამკურნალო საშუალებები მოხვდა.

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 615.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 364.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.0 პროცენტი), რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 8.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, თურქეთიდან იმპორტირებულია 93, 7 მლნ დოლარის ღირებულების (3 639 ტონა) დაფასოებული სამკურნალო საშუალებები,  წინა წელს კი ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 2 244 ტონა და 79,4 მილიონი დოლარი იყო.