2026 წელს, დასრულდება პესტიციდებისა/აგროქიმიკატებისა და სამედიცინო სერვისების ბაზრების სრული შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამისი რეკომენდაციები გადაეგზავნება პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს. მონიტორინგის ძირითადი მიზანია მაღალი ფასნამატების გამოვლენა, ბაზრის კონცენტრაციის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების შეფასება, რაც ხელს უწყობს სამართლიანი კონკურენციის დაცვას და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, სააგენტო 2026 წელსაც პროაქტიურ საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული, რომ უზრუნველყოს როგორც ჯანსაღი კონკურენციის დაცვა, ისე მომხმარებელთა უფლებების მაღალი სტანდარტების განმტკიცება.

2026 წელს შესრულდება 30 წელი პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური უწყების შექმნიდან და კონკურენციის პოლიტიკის ფორმირებიდან.

ვფიქრობ, მიმდინარე წელს, სხვადასხვა აქტივობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ ღირსშესანიშნავ საიუბილეო თარიღს და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში“, - აღნიშნულია სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის მიმართვაში.