2025 წლის 10 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში მიმდინარეობს მასშტაბური, საერთაშორისო  ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.  

2025  წლის ნომინაციებია:

  • დოკუმენტური სერია 
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი/Single Image/
  • მობილური ფოტო 

კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც.

ჟიურის წევრები არიან:

  • ნაიჯელ დიკინსონი /დიდი ბრიტანეთი/
  • თინა შელჰორნი /გერმანია/
  • ვოლფგანგ ცურბორნი /გერმანია/
  • რიჩარდ ბრამი /აშშ/
  • დინა ოგანოვა /საქართველო/
  • ვინს ჩიანი /აშშ/

საპრიზო ფონდი 6000 დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს - 500 დოლარი. 

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2025 წლის 2 მაისს.

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს.