2024 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 40-მდე სახელმწიფო ქონება გაყიდა.

მიმდინარე წელს ყველაზე ძვირად ღირებულ ქონებებს შორის #1 ადგილზეა თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებული 65 402 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც დეველოპერულმა კომპანია შპს იონფაშ ჯორჯიამ 34.2 მილიონ ლარად შეიძინა.

მეორე ადგილზეა ასევე თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული 3299 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც 6.5 მილიონ ლარად „ტიბინი დეველოპმენტმა“ 6.5 მილიონ ლარად შეიძინა, მესამე ადგილზეც თბილისში არსებული მიწის ნაკვეთია მამისაიშვილის ქუჩასთან (ვარკეთილი), 9794 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კომპანია „მშენებელი თბილისი 95-მა“ 2.2 მილიონ ლარად იყიდა. 

2024 წელს აუქციონების გზით ყველაზე ძვირად გაყიდული ქონების ათეული ასეთია:

 N  მისამართი   რეგიონი  საწყისი ფასი (ლარი)  გაყიდვის ფასი  ბიჯი  აუქციონში გამარჯვებული
1 ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები თბილისი 34210000 34220000 1 შპს იონფაშ ჯორჯია (200271721)
2 ქალაქ თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში არსებული 3299.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები თბილისი 6400000 6500000 10 შპს  ტიბინი დეველოპმენტი (400229070)
3 ქალაქ თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N71-ში მდებარე 9794.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე გათავსებული შენობა-ნაგებობები და 104.96 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობა თბილისი 1132500 2272500 228 შ.პ.ს მშენებელი თბილისი-95 (208153433)
4 ქალაქ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, N19ა-ში მდებარე 10952.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (არასაცხოვრებელი) და 19806.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) იმერეთი 2079000 2084000 1 შპს გლ გრუპი (405475855)
5 ქალაქ ქუთაისში, განჯის ქუჩაზე, I შესახვევის N42-ში (ყოფ.N36) მდებარე 12164.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები იმერეთი 1741000 1746000 1 გია  ცნობილაძე 
6 ქალაქ თბილისში, გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული 9795.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები თბილისი 1500000 1505000 1 როვშან ალშანოვი  
7 ქალაქ თბილისში, გლდანის ხევში, ნაკვეთი 02/145 არსებული 1816.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა თბილისი 825000 1030000 41 ალექსანდრე ლაგვილავა 
8 ქალაქ ქუთაისში, ფოთის ქუჩა N11ბ-ს მიმდებარედ არსებული 10211.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმერეთი 638500 854500 108 შპს ავალა 2022 (422990874)
9 ქალაქ ქუთაისში, ბუკიას ქუჩა N68-ის მიმდებარედ არსებული 27281.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იმერეთი 837000 839000 1 შპს იმერეთი (212673356)
10 ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 15793.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სამეგრელო 782000 787000 1 შპს ქეისიბი ალიანსი (415105996)