2024 წელს თბილისის ბიზნესცენტრებში საშუალო იჯარა წლიურად 6%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე $23.4-ს გაუტოლდა., - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაში წერია.
მიმოხილვის მიხედვით, საშუალო იჯარა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბიზნესცენტრების ტიპების მიხედვით: A კლასის ბიზნესცენტრში საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $28-ს შეადგენს, ხოლო B კლასის ბიზნეცენტრში - $15.1. C კლასის საოფისე სივრცეებზე, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი შენობების პირველ სართულზეა განთავსებული საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $13-ს შეადგენს.
„2024 წელს თბილისის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია. დატვირთულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნეს ცენტრებში, სადაც ვაკანტურობის კოეფიციენტი 10%-მდე შემცირდა.
2024 წელს თბილისში 18 ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, თბილისში ახალი მსხვილი ბიზნესცენტრები გამოჩნდება. ახალი ბიზნესცენტრების მშენებლობის ნებართვები ძირითადად ვაკეში და საბურთალოზეა კონცენტრირებული.
ბათუმში საოფისე უძრავი ქონების იჯარა მიახლოებულია თბილისის საშუალო მაჩვენებელთან და კვ. მ-ზე $16.2 აშშ დოლარს შეადგენს. ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და თელავის საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე ორგანიზებული საოფისე ფართების ნაკლებობაა, ვინაიდან ქალაქებში ოფისების უმეტესობა საცხოვრებელი შენობების პირველ სართულებზეა განთავსებული. რაც შეეხება სამომავლო მიწოდებას, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, საოფისე ფართები სამომავლოდ, ძირითადად, მრავალფუნქციურ შენობებსა და სავაჭრო ცენტრებში იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
2024 წელს თბილისში 18 ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა
ძალიან კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია - ირაკლი კობახიძე
რაც გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე - ირაკლი კობახიძე
საქართველოს ხელისუფლებას განვუმარტეთ, რა იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად - მარკო რუბიო
უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილ 6,6 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სამხედრო დახმარებაზე ვეტო მოხსნა
საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა (BMG)