2024 წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 7 სასტუმრო გაიხსნა.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განთავსების ობიექტებს შორის ყველაზე მეტ ნომრიანი Swissotel Tbilisi-ია, ხოლო ყველაზე ნაკლებ ნომრიანი Kass Land Diamond Resort, რომელიც წალკაში აშენდა.
| 2024 წელს გახსნილი განთავსების ობიექტები | ||||
| სახელი | რეგიონი | ქალაქი | ოთახების რაოდენობა | საწოლი ადგილები |
| Artizan Design Hotel | თბილისი | თბილისი | 84 | 168 |
| Kass Land Diamond Resort | ქვემო ქართლი | წალკა | 56 | 112 |
| Swissotel Tbilisi | თბილისი | თბილისი | 150 | 300 |
| Ibis Style Batumi | აჭარა | ბათუმი | 121 | 236 |
| Afisha Hotel | თბილისი | თბილისი | 118 | 240 |
| Ibis Tbilisi Airport | თბილისი | თბილისი | 72 | 150 |
| Bodbe Hotel | კახეთი | სიღნაღი | 132 | 270 |
რაც შეეხება მიმდინარე წლის პერიოდს, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯამში 15 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.