2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 90,056.79 ათასი დოლარის ღირებულების 20,108.79 ტონა შოკოლადი იყიდა, წლიური ზრდა 7%-ია.

საქართველოსთვის შოკოლადის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთია. რუსეთზე საქართველოში შოკოლადის იმპორტის 41%-ი მოდის.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით შოკოლადს ყიდულობს:

  • რუსეთი - 8,145.21 ტონა,
  • უკრაინა - 3,020.34 ტონა,
  • თურქეთი - 2,148.48 ტონა,
  • პოლონეთი - 1,160.25 ტონა,
  • ხორვატია - 1,135.65 ტონა.