კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყანაში საწვავის იმპორტი 47-მა კომპანიამ განახორციელა. მათ მიერ იმპორტირებული საწვავის მოცულობამ 1 668 280 000 ლ. შეადგინა.

3 მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე 44%-ის, 5 მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ბაზრის იმპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია.

ამავე პერიოდში, საცალო ბაზარზე 1 238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. 5 მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%-ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34% შეადგენს.