2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 133 146 984 ლარი შევიდა.
ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოსაკრებლები წინა წელთან შედარებით 30%-ით, ანუ 31 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ასე ნაწილდება:
- სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა - 54 880 009 ლარი;
- სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 78 266 975 ლარი;
- სათამაშო აპარატებიდან - 34 007 319 ლარი;
- წამახალისებელი გათამაშებიდან - 3 387 490 ლარი;
- სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებიდან - 8 324 933 ლარი;
- სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 32 547 223 ლარი;
- კლუბის მაგიდიდან - 1 369 180 ლარი;
- სამორინეს მაგიდიდან - 31 087 332 ლარი;
- აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - 80 009 ლარი;
- სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 10 702 ლარი.