თბილისთან ახლოს, თაბორის მთაზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის ბოლო იგეგმება.
Paragraph Tabori ჯამური საინვესტიციო მოცულობა ბოლო ინფორმაციით, 130 მლნ დოლარს აღწევს.
სასტუმრო მარიოტის ქსელის, Autograph Collection-ის კლასის იქნება, მის გახსნასთან დაკავშირებით თარიღი კი მმართველ კომპანიასთან ერთად შეთანხმდება.
„პარაგრაფ თაბორი“ 177-ნომრიანი სასტუმრო იქნება, რომელიც გარშემორტყმულია მასშტაბური რეკრეაციული სივრცით და 9-ფოსოიანი გოლფის მოედნით, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია.