„ვილეარეალმა“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად წარადგინა.

„ლა ლიგის „ვილიარეალმა“ და „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ქართველი თავდამსხმელი „ვილიარეალის“ მოთამაშე მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაში, 2031 წლის ივნისამდე იქნება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გიორგი“, – წერია კლუბი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

ლიონში დაბადებულმა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა „მეცში“ დაიწყო, მერე იყო იჯარა ბელგიურ „სერენში“, დაბრუნება „მეცში“ და ტრანსფერი „აიაქსში“. გასული სეზონი მან მშობლიურ „ლიონში“ გაატარა.

მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების წევრია 2021 წლიდან, რომლის ფორმითაც დღემდე 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 2024 წელს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლის ავტორი და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

1tv.ge