ვენესეულას თავს დაესხნენ, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო X-ზე წერს.

„ამ წუთებში კარაკასს ბომბავენ. მსოფლიოს შეატყობინეთ, რომ ვენესეულას თავს დაესხნენ. დაბომბვა რაკეტებით ხორციელდება“, - წერს პეტრო.

მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და გაერო-მ საგანგებო სხდომები ახლავე უნდა გამართონ.

CNN-ის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქში პირველი დარტყმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:50 საათზე განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.

www.interpressnews.ge