უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს მოუწოდა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრების დროს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების საკითხი განიხილოს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. მადლიერები ვართ და ველით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხი ახლაც წამოიჭრება, სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფება“, - განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის დროს სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი 15 მაისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში აშშ-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.