ვალენსიაში (ესპანეთი) ეკლესიების უძველესი ფრესკების რესტავრაციას ბაქტერიების დახმარებით აპირებენ. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ტექნიკა შეიმუშავა მიკრობიოლოგმა პილარ ბოშმა. მან ავარჯიშა ბაქტერიები ფერმენტის წარმოებისთვის, რომელიც არღვევს წებოვან ფენას ხელოვნების ნიმუშებზე. იდეა პილარს 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც ის ეძებდა თემას სადოქტორო დისერტაციისთვის და წააწყდა სტატიას ხელოვნებაში ბაქტერიების გამოყენების შესახებ.