უკრაინის საჰაერო ძალებმა სტავროპოლში რუსული სამხედრო თვითმფრინავი, „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას unian-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სტავროპოლის მხარეში გაანადგურეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

სამხედრო თვითმფრინავის დაკარგვას რუსეთიც ადასტურებს. რუსული მედიის ინფორმაციით, „ტუ-22 ემ-3“-ის ტიპის ბომბდამშენი სტავროპოლის მხარეში საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავარიის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.