ევროკავშირი ბლოკის წევრ სახელმწიფოებს 2030 წლისთვის წყლის მოხმარების სულ მცირე 10%-ით შემცირებისკენ მოუწოდებს. მიზეზი გვალვების გახშირება და გახანგრძლივებაა.

ევროკომისია გეგმავს წყლის მიწისქვეშა რეზერვების შემცირების ფონზე, ქვეყნებისთვის რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შესაბამის გეგმავს შემდეგ თვეში წარადგენს. შეიმუშავებენ კონკრეტულ მიზნებს. ევროკავშირის გეგმა ბლოკს წყლის კრიზისის წინააღმდეგ უფრო გამძლეს გახდის, როდესაც მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს. გეგმის მიზანი ასევე იქნება, რომ ქვეყნებმა უფრო მეტი ინვესტიცია წყალსადენებში, ტუმბოებსა და გამწმენდ სადგურებში ჩადონ.

სხვათა შორის, ზაფხულის სეზონზე წყლის მოხმარებაზე ლიმიტის დაწესება სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში უფრო და უფრო ხშირი პრაქტიკაა. სამხრეთ ევროპაში მოსახლეობას საცურაო აუზების ავსებაც კი ეკრძალებათ. შვედეთშიც კი, რომელიც ევროპის ჩრდილოეთითაა, ზოგ რეგიონში ბაღების მორწყვა აკრძალულია. საფრანგეთსა და იტალიაში ფერმერებსა და გარემოს დამცველ ორგანიზაციებს შორის, წყლის გამოყენების უფლებაზე, მუდმივი კონფლიქტია.

მაგალითად, უმსხვილესი კომპანია საბერძნეთში Eydap-ი იუწყება, რომ ათენში მომდევნო ორი წლის განმავლობაში, შესაძლოა, წყლის დეფიციტი გაჩნდეს იმ თუ ამჟამინდელი მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება. 2025 წელი კვიპროსი ზედიზედ მესამე წელია გვალვებია, მერვე სეზონია წყლის რეზერვების პრობლემაა მწვავდება.

ევროკომისიის დათვლით, წლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის წელიწადში €23 მილიარდია საჭირო.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა €15 მილიარდიანი პროგრამა წარადგინა, რომელიც წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის გრანტებისა და სესხების გაცემას ითვალისწინებს.

EU-ს გეგმის თანახმად, ბლოკის მასშტაბით წყლის მხოლოდ 2.4%-ის ხელახალი გამოყენება ხდება, რაც დაბალი მაჩვენებელია და უნდა გაიზარდოს.

ევროკომისია ქვეყნებს მოუწოდებს, წყლის მოხმარების შესამცირებლად ეროვნული მიზნები დაისახონ. გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის და, შესაძლოა, ის დაკორექტირდეს.