სურსათის გლობალური ფასები აპრილში მარტთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა. ეს ზრდის ზედიზედ მესამე თვეა, თუმცა ტემპი შენელდა: მარტში ისინი თებერვალთან შედარებით 2.4%-ს შეადგენდა, ნათქვამია FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მაისის ანგარიშში.

გასული წლის აპრილთან შედარებით, ფასები 2%-ით მაღალი იყო, თუმცა 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკზე 18.4%-ით დაბალი. „მცენარეული ზეთების, ხორცისა და მარცვლეულის ფასების ინდექსების ზრდა არათანაბარი იყო და მას თან ახლდა შაქრისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსების შემცირება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აპრილში მარცვლეულის ფასების ინდექსი მარტის მაჩვენებელზე 0.8%-ით და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4%-ით მაღალი იყო.

ვრცლად interfax - ზე