ჰოლივუდის ვარსკვლავი სიდნი სვინი თავისი ფანებისთვის გასაყიდად საკუთარი ნაბანი წყლისგან დამზადებულ საპონს გამოუშვებს. 

"ეიფორიას" ვარსკვლავისთის ზოგიერთ ფანს მისი აბაზანის წყლის დალევის სურვილიც კი გაუმჟღავნებია.

ახალი საპონი შეიცავს ექსფოლიაციისთვის საჭირო ქვიშას, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტს და, ცხადია, თავად სვინის ნაბან წყალს.

 "ძალიან მამაკაცურად სუნია, მაგრამ ასევე ქალაქური აბაზანის წყალიც ურევია," - ამბობს სიდნი.

სიდნი სვინის ნაბანი წყლოთ მხოლოდ 5,000 ცალი საპონი დამზადდება. საპონი გაყიდვაში ოფიციალურად 6 ივნისიდან ჩაეშვება.

"ეს უცნაურია — მაგრამ ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მომწონს, რომ შევქმენით რაღაც დაუვიწყარი, რომელსაც საოცარი სუნი აქვს და ისეთივე ეფექტურია, როგორც სხვა Dr. Squatch-ის პროდუქტები," — დასძინა სვინიმ.

"როდესაც ფანები შენი აბაზანის წყალს ითხოვენ, შეგიძლია ეს ან დააიგნორო, ან ეს იდეა Dr. Squatch-ის საპნად გადააქციო," — განაცხადა სვინიმ პრესრელიზში, რომელშიც თავისი ახალი საპნის ბრენდის "Bathwater Bliss"-ისთვის მედიას დაუგზავნა.

რაც შეეხება, მისი დამზადების პროცესს, მსახიობი თავად განმარტავს: "როდესაც [Dr. Squatch-ის] გადაღებაზე ვიყავით, აბაზანა მომიმზადეს. აბაზანაში რეალურად ჩავწექი, საპონი გამოვიყენე, კარგი აბაზანა მივიღე, და სწორედ ეს წყალი გამოიყენეს საპნის დასამზადებლად. ასე რომ, ეს ნამდვილად ჩემი აბაზანის წყალია".