პარიზის პროკურატურამ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, თავისუფლების ხუთი წლის ვადით აღკვეთა, მათგან სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.
პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმასაც ითხოვს.