რუსეთისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული ასობით მანქანა საქართველოს გავლით სომხეთში ბრუნდება, - ამის შესახებ ეროვნული კრების სომხეთის ფრაქციის წევრმა გარნიკ დანიელიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ქლიავით, ატმით და ყურძნით დატვირთული ასობით მანქანა ბრუნდება“, - წერს ის.

დანიელიანმა განმარტა, რომ სატვირთო მანქანების მძღოლებს არ უსახელებენ მიზეზს და საუბრობენ "ზოგიერთ სანიტარიულ პრობლემაზე".

ვრცლად rbc - ზე