Numbeo მიხედვით, 0,75 ლიტრიანი ბოთლი ღვინის  ფასით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ტოპ 10-ში შევიდნენ ქალაქები, რომლებიც მდებარეობს აზიაში, ამერიკასა და ევროპაში.

სერვისის ცნობით, ღვინის სტანდარტული ბოთლი მსოფლიოს სხვა ქალაქებზე ძვირი – 28,37 დოლარი ღირს სუჯოუში (ჩინეთი). მთლიანობაში, ბოთლი ღვინის ღირებულების მიხედვით ათეულში მოხვდა სინგაპური, ჩინეთის ორი ქალაქი, ორი ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში და თითო ქალაქი ინდონეზიაში, ისლანდიაში, იორდანიასა და ნორვეგიაში. 

როგორ გამოიყურება მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი ღვინის ფასის მიხედვით?


სუჯოუ (ჩინეთი) - $28,37
სინგაპური - $27
ჯაკარტა (ინდონეზია) - $22,61
რეიკიავიკი (ისლანდია) - $22,16
სეული (სამხრეთ კორეა) - $22,11
გუანჯოუ (ჩინეთი) - $21,28
ამანი (იორდანია) - $21,17
ნიუ-იორკი (აშშ) – $20
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ) - $19,38
ტრონდჰეიმი (ნორვეგია) - $18,85

ყველაზე იაფი Numbeo-ს მიხედვით, ბოთლი ღვინო იტალიის დედაქალაქ რომში ღირს – 3,86 დოლარი. უკრაინის ქალაქ ლვოვში ღვინის ყიდვა ცოტათი ძვირი დაჯდება, 3,95 დოლარი, ხოლო ქვემოდან მესამე ადგილზეა უნგრული დებრეცენი და უკრაინული ოდესა - თითოეულ ქალაქში 4,12 დოლარიანი ფასით.

rbc